+995 557 70 72 74 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
Facebook პლატფორმა მხოლოდ გართობისთვის თუ კარიერული შესაძლებლობებისთვის?
 
როდესაც სამსახურს ვეძებთ, Facebook შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იქცეს. თუ აქამდე მხოლოდ სიახლეების ნახვისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის იყენებდი, შეიძლება დროა, კარიერულ შესაძლებლობებზე დაფიქრდე!
 
🔹 დასაქმების ხელშემწყობი ჯგუფები – დასაქმების ხელშეწყობა სამეგრელოში - რესტარტი"  და "ვაკანსიები სამეგრელოში - რესტარტი – ასეთ ჯგუფებში დამსაქმებლები აქტიურად აქვეყნებენ ვაკანსიებს. შენც შეგიძლია პოსტის განთავსება, რომ ახალი შესაძლებლობებისთვის ღია ხარ!
🔹 ნეთვორქინგი – როგორ დავუკავშირდეთ HR-ს ან დამსაქმებელს?
თუ იცი კონკრეტული კომპანია, სადაც მუშაობა გსურს, შეგიძლია მოძებნო მათი HR სპეციალისტი ან გუნდის წევრები, გაუგზავნო მეგობრობის მოთხოვნა ან პირადი შეტყობინება. შესაძლოა, სწორედ ასე გაიგო არსებულ ვაკანსიებზე ან სტაჟირების შესაძლებლობებზე.
🔹 პირადი ბრენდინგი – რას ამბობს შენი პროფილი შენზე?
დამსაქმებლები ხშირად ამოწმებენ კანდიდატების სოციალურ ქსელებს. შენი პროფილი უნდა ასახავდეს შენი პროფესიულ ინტერესებსაც. სცადე ისეთი კონტენტის გაზიარება, რომელიც შენს სფეროს ან კარიერულ ინტერესებს უკავშირდება.
🔹 გააზიარე, რომ სამსახურს ეძებ!
თუკი ახალ სამუშაოს ეძებ, უბრალოდ დაწერე პოსტი და გაუზიარე მეგობრებს. შეიძლება სწორედ შენი ნაცნობი აღმოჩნდეს ის ადამიანი, ვინც სამსახურის პოვნაში დაგეხმარება. "ძებნის რეჟიმში" ყოფნის დამალვა არ ღირს – ხშირად კარიერული შესაძლებლობები ყველაზე მოულოდნელად ჩნდება!"
 
შენ თუ გამოგიყენებია Facebook კარიერული მიზნებისთვის? გამოგიყენებია სამუშაოს საძიებლად ან ოდესმე შემოთავაზება მიგიღია?
ნახვები: 150, კომენტარები: 0, ფავორიტებში: 0, გამომწერები: 1