RESTART . რესტარტი არის დასაქმების ხელშეწყობის და კარიერული მხარდაჭერის პლატფორმა, რომელიც უწყვეტი შუამავალია სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის.
განსხვავებული ფუნქციონალით, კერძოდ, ინტერაქციის შესაძლებლობით, კარიერიული მხარდაჭერით და საქმიანი პორტფოლიოს შექმნით, უზრუნველყოფს დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
აღნიშნული მოდელი შემუშავებულია, სხვადასხვა დასაქმების პროგრამების მეთოდოლოგიის საფუძველზე და მორგებულია საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.
RESTART . რესტარტი 2021 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც მოხალისეობრივი პლატფორმა, რომელმაც მნიშვნელოვან შედეგბს მიაღწია. 2024 წლიდან გახდა GITA და USAID მიერ მხარდაჭერილი "რეგიონული ინოვაციური გრანტების" კონკურსის გამარჯვებული.
