+995 557 70 72 74 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ინფორმაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინო CV/რეზიუმეს მომზადების დროს!
დამსაქმებლები და რეკრუტერები არ კითხულობენ CV-ებს დეტალურად – ისინი სწრაფად ახდენენ სკანირებას.
 
 გაითვალისწინე:
  • ერთ პოზიციაზე საშუალოდ 30 + კანდიდატი აგზავნის CV-ს;
  • თითოეული CV-სთვის რეკრუტერს მხოლოდ 5-10 წამი აქვს (ყველაზე დიდი);
  • თუ მნიშვნელოვან საკვანძო სიტყვებს ვერ ამოიცნობს, არ დაგიკავშირდება;
 
დაფიქრდი: შეგიძლია 30 + ადამიანს გასაუბრებაზე დაუძახო? – რა თქმა უნდა, ვერა.
 
ამიტომ, მოიქეცი ჭკვიანურად:
✅ ყურადღებით წაიკითხე ვაკანსიის აღწერილობა;
✅ მონიშნე ყველა მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვა;
✅ გამოიყენე ეს სიტყვები შენს CV-ში;
✅ განათავსე ისინი CV-ის პირველ მესამედში, რათა რეკრუტერმა მაშინვე დაინახოს;
 
 გაინტერესებს, როგორ ფიქრობენ რეკრუტერები?
  • "გრაფიკული დიზაინერი, გამოცდილებით Adobe Photoshop, Illustrator და CorelDraw "
  • „ვიმუშავე სხვადასხვა დიზაინზე“
 
რომელს შეამჩნევ პირველივე წამებში?
  • რათქმაუნდა იმ კონკრეტულ ცოდნას მიაქცევ ყურადღებას, რომელიც წარმოდგენას გიქმნის მაძიებლის კომპტენციაზე " – იყავი მაქსიმალურად ზუსტი.
  • გახსოვდეს, კონკურენცია დიდია;
  • ათობით CV იბრძვის ყურადღებისთვის;
  • მხოლოდ კარგად შერჩეული საკვანძო სიტყვები დაგეხმარება დასაქმებაში;
გამოიყენე შენი დრო გონივრულად! 
ნახვები: 193, კომენტარები: 1, ფავორიტებში: 0, გამომწერები: 1
საჭირო რჩევებია !
ავტორი: გვაგვალია გამოქვეყნების თარიღი: 09:45 PM, სამშაბათი, 11 მარტი 2025